სოციალური მედიის კომპანიამ, ტვიტერმა, შეზღუდა იმ პოსტების რაოდენობა, რომელთა ნახვაც მომხმარებელთა უმრავლესობას ერთ დღეში შეეძლება.
ტვიტერის მფლობელი ელონ მასკი 2 ივლისს წერს, რომ შეზღუდვები გამოიწვია პლატფორმიდან მონაცემების ექსპორტის მაღალმა დონემ და "სისტემის მანიპულაციამ".
ახალი შეზღუდვებით, დადასტურებული მომხმარებლები დღეში 6000 პოსტს ნახავენ, დაუდასტურებლები - 600-ს.
ამავე დროს, ტვიტერმა დაიწყო იმ შინაარსის შეზღუდვაც, რომელიც ინტერნეტის მომხმარებლისთვის ტვიტერზე ანგარიშის ქონის გარეშე იყო ხელმისაწვდომი. ამ დრომდე სოციალური პლატფორმა საჯარო პოსტებს ხელმისაწვდომს ხდიდა, თუმცა ახლა ის ინტერნეტის მომხმარებელს ტვიტერზე რეგისტრირებულ შესვლას სთხოვს.