Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპული თამაშების ჩემპიონი გახდა


საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა გუნდური (მიქსი) ტურნირის ფინალში, რომელსაც პარალელურად, ევროპის გუნდური ჩემპიონატის სტატუსიც ჰქონდა, გერმანია დაამარცხა, ანგარიშით 4:1.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა გუნდური (მიქსი) ტურნირის ფინალში, რომელსაც პარალელურად, ევროპის გუნდური ჩემპიონატის სტატუსიც ჰქონდა, გერმანია დაამარცხა, ანგარიშით 4:1.

პოლონეთში მიმდინარე ევროპის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტთა გუნდური შეჯიბრება საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა გუნდური (მიქსი) ტურნირის ფინალში, რომელსაც პარალელურად, ევროპის გუნდური ჩემპიონატის სტატუსიც ჰქონდა, გერმანია დაამარცხა, ანგარიშით 4:1.

ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტებმა ხორვატიის (4:1), თურქეთისა (4:1) და იტალიის (4:3) ნაკრებებს მოუგეს.

ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე მონაწილე ნაკრებები მამაკაცთა და ქალთა სამ-სამ წონით კატეგორიაში უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს და გამარჯვებულიც საერთო ანგარიშით ვლინდებოდა.

ძიუდოისტთა წარმატების შემდეგ, ევროპულ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი აქვს. ჩემპიონები გახდნენ მოფარიკავე სანდრო ბაზაძე და ტაეკვონდოისტი ზურაბ კინწურაშვილი. მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ, გოგიტა არქანიამ (კარატე), ელენე ლოლაძემ (ტაილანდური კრივი) და ზურაბ ივანიაძემ (კიკბოქსინგი) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

XS
SM
MD
LG