Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

CIA-ის ხელმძღვანელი: შეიარაღებული ამბოხება წარმოაჩენს ზიანს, რომელიც პუტინმა რუსეთს მიაყენა


CIA-ის ხელმძღვანელი, უილიამ ბერნსი
CIA-ის ხელმძღვანელი, უილიამ ბერნსი

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ხელმძღვანელმა, უილიამ ბერნსმა 1 ივლიის განაცხადა, რომ შეიარაღებული დაჯგუფების, "ვაგნერის" ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის მიერ მოწყობილი შეიარაღებული ამბოხება წარმოაჩენს იმ ზიანს, რომელიც რუსეთს მიაყენა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინაში წარმოებულმა ომმა.

"თვალშისაცემია, რომ პრიგოჟინმა თავის მოქმედებას წინ წაუმძღვარა უაღრესად კრიტიკული ბრალდებები კრემლის შეცდომაში შემყვანი არგუმენტაციისადმი უკრაინაში შეჭრისთვის, და რუსეთის არმიის ლიდერების მოქმედებებისადმი ამ ომში" - უთხრა ბერნსმა, რომელიც უწინ მოსკოვში აშშ-ის ელჩი იყო, ბრიტანეთის Ditchley Foundation-ს.

"ამ სიტყვების და მოქმედებების გამოძახილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმოქმედებს - როგორც მკაფიო შეხსენება საკუთარი საზოგადოების და საკუთარი რეჟიმის წინააღმდეგ პუტინის ომის ძირისმომთხრელი შედეგისა" - დასძინა ბერნსმა.

XS
SM
MD
LG