Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრაზილიის ექსპრეზიდენტს 8 წლით აუკრძალეს კენჭისყრაში მონაწილეობა


ბოლსონარუ პოლიციაში დაკითხვის შემდეგ
ბოლსონარუ პოლიციაში დაკითხვის შემდეგ

ბრაზილიის უმაღლესმა საარჩევნო სასამართლომ ხმათა უმრავლესობით ყოფილ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს 2030 წლამდე აუკრძალა სახელმწიფო თანამდებობებზე მსახურება, 2022 წლის არჩევნებზე მისი ქცევის გამო - იუწყება სააგენტო როიტერსი.

შვიდი მოსამართლიდან ხუთმა ხმა მისცა 68 წლის ბოსონარუს დამნაშავედ ცნობას ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში და მცდარი განცხადებებით გამოსვლაში იმის შესახებ, რომ ქვეყანაში გამოყენებული ელექტრონული ბიულეტენები ჰაკერების თავდასხმების წინაშე სუსტია და შეიძლება გაყალბებული იყოს.

საქმის მთავარმა მოსამართლემ, ბენედიტო გონსალვეშმა განაცხადა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა "საფრთხეში ჩააგდო" ბრაზილიის სასამართლო სისტემისადმი ნდობა.

განაჩენი ბოლსონარუს უფლებას ართმევს კენჭი იყაროს 2026 წელს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე. ბრაზილიის მემარჯვენეებს მოუწევთ ახალი კანდიდატის მოძებნა - იუწყება საფრანგეთის რადიო.

ბოლსონარუ დარღვევებს უარყოფს, მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ განაჩენს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ - თუმცა, წყაროთა შეფასებით, ამ საჩივრის წარმატება ნაკლებად სავარაუდოა.

ბოლსონარუს თქმით, თუ აკრძალვა ძალაში დარჩება, ის პრეზიდენტობის კანდიდატად თავის ცოლს, მიშელს დაუჭერს მხარს.

ბოლსონარუმ შარშან არჩევნები მცირე განსხვავებით წააგო თავის მეტოქესთან, ყოფილ პრეზიდენტთან, მემარცხენე ლუის ლულა დე სილვასთან. ბოლსონარუს მომხრეებმა არჩევნების შედეგი არ აღიარეს და დედაქალაქში არეულობა მოაწყვეს.

XS
SM
MD
LG