ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უშვებს "არამეგობრული ქვეყნების" მედიასაშუალებების აკრძალვას - აცხადებს მისი ოფისი 1 ივლისს.
"კანონი უშვებს აკრძალვის დაწესების შესაძლებლობას უცხოეთის მედიის მოქმედებებზე ... იმ შემთხვევაში, თუკი უცხოეთის ქვეყნები გამოავლენენ არამეგობრულ ქმედებებს ბელარუსის მედიის წინააღმდეგ" - წერია განცხადებაში.
ლუკაშენკამ გააძლიერა ზეწოლა კრიტიკოსებზე და მედიაზე 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც ის ოფიციალურად გამარჯვებულად გამოცხადდა, მაგრამ მისი ოპონენტები და დასავლეთის სახელმწიფოთა უმრავლესობა არჩევნებს არ აღიარებს. დასავლეთი არჩევნების გაყალბებაზე და რეპრესიებზე ლაპარაკობს, რის შედეგადაც მინსკს სანქციები დაუწესდა.