უფლებადამცავი ჯგუფის, Human Rights Watch-ის (HRW) ახალი ანგარიშის თანახმად, უკრაინამ 2022 წელს თავის ტერიტორიაზე შეჭრილი რუსეთის არმიის წინააღმდეგ გამოიყენა აკრძალული ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები, ავრცელებს ინფორმაციას Reuters-ი. ანგარიშის თანახმად, უფლებადამცავებმა ნახეს ფოტოგრაფიები, რომელზეც გამოსახულია სარაკეტო კომპლექსის, „ურაგანის“ სექციები უკრაინულ ენაზა, ასევე ლათინური ანბანით გაკეთებული წარწერებით. წარწერები გაუგზავნეს კიევში მდებარე ორგანიზაციას, რომელიც უკრაინის არმიას ეხმარებოდა ფინანსურად. ორგანიზაციის დასახელება და მისი ხელმძღვანელის ვინაობას, ანგარიში არ ამხელს. ფოტოგრაფიები ინტერნეტით გაავრცელა პირმა, რომელიც „უკრაინის აღმოსავლეთში“ მუშაობს,“ ნათქვამია ანგარიშში.
"უკრაინის მთავრობის პირობა, რომ გამოიძიებს მისი სამხედროების მიერ აკრძალული ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აშკარა გამოყენებას, არის მისი მოვალეობის მნიშვნელოვანი აღიარება, დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა", - განაცხადა სტივ გუზმა, Human Rights Watch-ის დირექტორმა შეიარაღების სფეროში. „ურაგანის“ ტიპის თითოეული რაკეტა განურჩევლად მიმოფანტავს ქვეითსაწინააღმდეგო ПФМ-1C - ლეპესტოკის“ ტიპის ნაღმებს, წერენ უფლებადამცავები. 2005 წელს უკრაინამ დაამტკიცა შეთანხმება, რომელიც კრძალავს ამ ტიპის ნაღმების შენახვას და გამოყენებას.
HRW-მა მოუწოდა უკრაინის მთავრობას, შეასრულონ ვალდებულება და პასუხისგებაში მისცეს შესაბამისი პირები. უფლებადამცველები ასევე აღნიშნავენ, რომ დასკვნების შესახებ მიმართეს უკრაინას ჯერ კიდევ მაისში, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ. წინა ანგარიშში, რომელიც იანვარში გამოქვეყნდა, HRW-ი ამტკიცებდნენ, რომ 2022 წლის აპრილიდან სექტემბრამდე უკრაინამ ათასობით „ლეპესტოკი", მოაბნია იზიუმსა და მის შემოგარენში, რაც მაშინ რუსეთს ჰქონდა დაპყრობილი.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ HRW-მა გამოაქვეყნა ოთხი ანგარიში.
მათში დოკუმენტურადაა დამტკიცებული, რომ რუსეთმა გამოიყენა 13 ტიპის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები, რომელთა აფეთქების შედეგად დაიღუპნენ და დაშავდნენ სამოქალაქო პირები.
რუსეთი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის კონვენციას არ შეერთებია.მის მიერ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები გამოყენებით ირღვევა „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი,“ ნათქვამია ანგარიშში. ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი ფეთქდება ადამიანის შეხებით ან მიახლოების შედეგად. ისინი აგრძელებენ ადამიანების დახოცვას და დასახიჩრებას სამხედრო კონფლიქტების შემდეგაც.