Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიშინიოვის აეროპორტში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, ორი ადამიანი დაიღუპა


 კიშინიოვის აეროპორტი
კიშინიოვის აეროპორტი

კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში სროლა ატეხა კაცმა, რომელიც საპასპორტო კონტროლზე არ გაატარეს.

მან მოახერხა მესაზღვრისთვის იარაღის წართმევა. მან მესაზღვრე ადგილზე მოკლა და შემდეგ კიდევ რამდენჯერმე გაისროლა.

მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება ორი დაღუპულის შესახებ.

აეროპორტში მგზავრებისა და იქ მყოფთა ევაკუაცია მოხდა, შენობაში მისასვლელები გადაიკეტა. ყველა რეისი გადაიდო. ადგილზე მოვიდა სპეცდანიშნულების რაზმი.

დააკავეს თავდასხმაში ეჭვმიტანილი. პოლიციის თანახმად, დაკავებისას ის დაჭრეს და სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

XS
SM
MD
LG