ენერგოკომპანია „არეტის“ მფლობლემა, მილიარდერმა იგორ მაკაროვმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია RBC იუწყება, ამერიკული Forbes-ის ვებგვერდზე მილიარდერის შესახებ გამოქვეყნებულ პერსონალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ბიზნესმენის პროფილში ნათქვამია, რომ მან წელს უარი თქვა რუსულ პასპორტზე და ახლა მხოლოდ ერთ, კვიპროსის, მოქალაქეობას ფლობს.
ამერიკული Forbes-ის მიხედვით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში იგორ მაკაროვი ახლა კვიპროსელ მილიარდერად არის მითითებული. მაკაროვი, რომლის ქონება 2,2 მილიარდ აშშ-ის დოლარს უტოლდება, მეხუთე ადგილზეა ყველაზე მდიდარ კვიპროსელებს შორის და 1368-ე - გლობალურ რეიტინგში.
მაკაროვის გარდა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის შემდეგ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი ექვსმა უმდიდრესმა ადამიანმა თქვა. მათ შორის არიან საინვესტიციო კომპანია Troika Dialog-ის ყოფილი მფლობელი რუბენ ვარდანიანი, სტარტაპ Revolut fintech-ის დამფუძნებელი ნიკოლაი სიდონსკი და Tinkoff Bank-ის დამფუძნებელი ოლეგ ტინკოვი.