ხუთშაბათს, 29 ივნისს, სლოვაკეთის ქალაქ პოპრადში დაიწყო საგადასახადო თაღლითობაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, ანდრეი კისკას სასამართლო პროცესი. ხუთშაბათს და პარასკევს სასამართლომ უნდა მოუსმინოს ბრალდებულებს, ასევე წაიკითხავს ათობით მოწმის განცხადებებს და განიხილავს დოკუმენტურ მტკიცებულებებს.
ზაფხულში კიდევ ერთი მთავარი მოსმენაა დაგეგმილი, მისი თარიღი ორივე მხარის დასწრების შესახებ თანხმობაზეა დამოკიდებული. კისკას, კომპანია KTAG-ის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად, საგადასახადო თაღლითობაში ადანაშაულებენ. გამოძიების მასალებით, კისკა კომპანია KTAG-ის ხარჯზე აფინანსებდა თავის წინასაარჩევნო კამპანიას, შემდეგ კი გაწეული ხარჯებისთვის უკანონოდ მიიღო 155 ათასი ევროს მოცულობის დამატებული ღირებულების გადასახადი.
თავად სლოვაკეთის ყოფილი პრეზიდენტი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
კისკამ თქვა, რომ მოხარულია, რომ შეძლებს სასამართლოს მოუყვეს, თუ როგორ მოხდა ყველაფერი და ფიქრობს, რომ სამართლიანობა გაიმარჯვებს.
ანდრეი კისკა სლოვაკეთის პრეზიდენტი იყო 2014 წლიდან 2019 წლამდე. 2020 წელს მან გადაწყვიტა პოლიტიკიდან წასვლა ჯანმრთელობის პრობლემების გამო.
ყველაზე პოპულარული
1