Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთმა რუს სპორტსმენებს აუკრძალა თავის ტერიტორიაზე ყველა შეჯიბრებაში მონაწილეობა


ფოტოილუსტრაცია: რუსეთის დროშა "სტოპნიშნის" ფონზე
ფოტოილუსტრაცია: რუსეთის დროშა "სტოპნიშნის" ფონზე

ჩეხეთის მთავრობამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, რუსეთის წარმომადგენელ ყველა სპორტსმენს აუკრძალა ჩეხეთის ტერიტორიაზე ნებისმიერ სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობა.

მთავრობის თანახმად, მან აკრძალა „რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი ინდივიდუალური ათლეტების და გუნდების მონაწილეობა სპორტულ შეჯიბრებსა და თამაშებში, რომლებიც ორგანიზებულია ჩეხეთის რესპუბლიკაში“.

პრაღის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ჩეხეთის წარმომადგენელი სპორტსმენები და გუნდები არ ჩაერთვებიან შეჯიბრებში, რომლებიც რუსეთში გაიმართება.

XS
SM
MD
LG