Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზახაროვას თქმით, რუსეთი მიმართავს ძალისხმევას "აფხაზეთისკენ" რკინიგზის აღსადგენად


მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი
მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი

რუსეთი მიმართავს ძალისხმევას სომხეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღსადგენად ოკუპირებული აფხაზეთის გავლით. სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

"ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ იმ ფართომასშტაბიანი საგზაო რუკის განსახორციელებლად, რომელიც დასახულია. ეს საგზაო რუკა მოიცავს დოკუმენტების ხელმოწერას სახელმწიფოს მეთაურებისა და ჩვენი ქვეყნების მთავრობებს დაქვემდებარებული შესაბამისი კომისიების დონეზე. ყველაფერი კეთდება ყოველდღიურად, რომ ეს განხორციელდეს“, - თქვა ზახაროვამ.

მანამდე „აფხაზეთის ტერიტორიის“ გავლით სარკინიგზო ტრანზიტის აუცილებლობის შესახებ განაცხადა რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა სერგეი კატინირმა. ეს თემა განიხილეს რუსეთ- საქართველოს ბიზნესსაბჭოს სხდომაზე.

აფხაზი პოლიტიკოსები ემხრობიან „მესამე ქვეყნებიდან“ „აფხაზეთის გავლით“ ტვირთების ტრანზიტს. ამის თაობაზე მათ საქონლის შესაძლო ტრანზიტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.

2021 წელს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს განცხადებით მიმართა, რომ აფხაზეთი მზადაა, „თანაბარი პირობებით“ მონაწილეობა მიიღოს რუსეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო კავშირის გახსნის პროექტში.

საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, რუსეთ-საქართველოს სარკინიგზო კომუნიკაციის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

XS
SM
MD
LG