უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 ივნისს განაცხადა, რომ ის არ მიიღებს სამშვიდობო წინადადებას, რომელიც მისი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის ომს გაყინულ კონფლიქტად აქცევს.
ზელენსკის განცხადება, რომელიც მან დღეს გააკეთა პარლამენტში უკრაინის კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გამოსვლისას, მიანიშნებდა, რომ იგი ეწინააღმდეგება ნებისმიერ სამშვიდობო გეგმას, რომელიც ყინავს რუსეთის მიერ მიღწეულ ტერიტორიულ წინსვლას 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.
ამასთან, ზელენსკის თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობამ პასუხი უნდა აგოს უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის.
„რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა არ უნდა გაექცეს მართლმსაჯულებას იმის გამო, რომ მათ აქვთ იმუნიტეტი, როგორც სახელმწიფო ლიდერებს“, - განუცხადა ზელენსკიმ უმაღლეს რადას.
„ისინი არ არიან სახელმწიფოს ლიდერები - ისინი არიან ბანდიტები, რომლებმაც ხელში ჩაიგდეს კონტროლი რუსეთის სახელმწიფო ინსტიტუტებზე... და დაიწყეს მთელი მსოფლიოს ტერორი“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „სიგიჟით“ არის მოცული.
ზელენსკი გამოვიდა 10-პუნქტიანი სამშვიდობო „ფორმულის“ წინადადებით, რომელიც მოიცავს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რუსეთის ჯარების გაყვანას და უკრაინის სახელმწიფო საზღვრების აღდგენას.