Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მთავრობამ ბომბსაფრების აუდიტის შემდეგ საყვედური გამოუცხადა ვიტალი კლიჩკოს


კიევის მერი ვიტალი კლიჩკო. კიევი, 14 მარტი, 2022.
კიევის მერი ვიტალი კლიჩკო. კიევი, 14 მარტი, 2022.

უკრაინის მთავრობამ 27 ივნისს კიევის მერს ვიტალი კლიჩკოს და ქალაქის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს საყვედური გამოუცხადა სამი ადამიანის დაღუპვის გამო, რომლებმაც რუსეთის საჰაერო თავდასხმის დროს ბომბსაფარში ვერ შეაღწიეს.

ჯერჯერობით უცნობია, დაეკისრება თუ არა კლიჩკოს კიდევ სხვა დისციპლინური პასუხისმგებლობა.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1 ივნისს მომხდარი ინციდენტის შემდეგ ბრძანება გასცა ყველა ბომბსაფრის აუდიტის ჩატარების შესახებ. 1 ივნისის იერიშისას ორი ქალი და გოგონა ნამსხვრევების ცვენას ემსხვერპლნენ, როცა ცდილობდნენ თავი გადაერჩინათ ბომბსაფარში, რომელიც დაკეტილი დახვდათ.

აუდიტმა დაადგინა, რომ კიევის 4655 ბომბსაფრის მხოლოდ 15 პროცენტი იყო მწყობრში და მხოლოდ 44 პროცენტი იყო თავისუფლად ხელმისაწვდომი.

XS
SM
MD
LG