Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავისუფლება: ყალბი და რეალური


ავტორი: გიორგი ჩოგოვაძე

რისთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები?

ისინი, ჩემი აზრით, იბრძოდნენ თავიანთი წილი თავისუფლებისთვის. თავიანთი წილი, იმიტომ რომ კაცობრიობის განვითარებასთან სხვადასხვა ეტაპზე თავისუფლებაში სხვადასხვა რამ მოიაზრებოდა, თუმცა თავისუფლება ყოველთვის ადამიანის თავისუფლებას ნიშნავდა. მაგალითად, გლეხისთვის თავისუფლებისთვის ბრძოლა ნიშნავდა უკეთესს ბატონს - უფრო ლმობიერს, დამთმობს, კაცთმოყვარეს. ეს აძლევდა ბიძგს წასულიყო ლაშქარში და ებრძოლა დამყრობლების წინააღმდეგ - რადგან მათი გამარჯვება ახალ ბატონებს ნიშნავდა და გლეხიც შიშში იყო, ვაითუ უცხოტომელი პატრონი უფრო სასტიკი ყოფილიყო ვიდრე თანამოძმე. ამიტომაც ამოუდგებოდა ხოლმე გვერდში თავადს, აზნაურს და გააფთრებით იბრძოდა.

თავისუფლებისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება. მაგალითად, დღეს ვიბრძვით სიტყვის და აზრით გამოხატვის უფლების დასცავად. გვსურს ისეთ საზოგადოებაში ვიცხოვროთ, სადაც ადამიანებს არ ეშინიათ თავიანთი აზრის გამოხატვის. საზოგადოებაში სადაც განსხვავებული აზრის გამო არ იდევნებიან, მაგალითად, მთავრობისგან - თუნდაც მათ მიმართ არაკონსტრუქციული კრიტიკის გამო.

ჩვენმა ქვეყანამ საგარეო ორიენტაციის არჩევანიც აქედან გამომდინარე გააკეთა - უარი თქვა ისეთ გეოპოლიტიკურ სივრცეზე, სადაც დემოკრატიულ თავისუფლებას ოფიციალურად არ სცემენ პატივს.

თუმცა ასე იყო 1918 -1921 წლებშიც.

თქვენთვის უფლება რომ მოეცათ დროში სამოგზაუროდ მეოცე საუკუნის საქართველოს ნებისმიერი ეპოქა აგერჩიათ, თუ თქვენთვის უშიშრად აზროვნება და მეტყველება ძვირფასია , ამ მთელი 100 წლიანი პერიოდიდან მხოლოდ ამ განსაკუთრებულ სამ წელს ამოარჩევდით.

აი, როგორი „საქებარი“ სიმღერები ყოფილა მაშინ ქალაქში გავრცელებული პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრზე:


„გეგეჭკორი კარტს აგორებს,
ჟორდანია - ნარდს
ორივე ჩამისახრჩობია -
ატყუებენ ხალხს.“

საბჭოთა ოკუპაციის შემდგომre, 8 წლის თავზე თბილისში გამართულა საპროტესტო აქცია. საპროტესტო წერილში ეწერა: „ხალხი, რომელმაც ასი წლის მონობის შემდეგ სოციალისტური რევოლუციით მონიჭებული თავისუფლება იგემა, თქვენს მიერ დაგებულ მახეში არ გაებმება“ - მიმართავდნენ და აფრთხილებდნენ ისინი „დასავლეთის იმპერიალისტურ სახელმწიფოებს“.

საინტერესოა, რა თავისუფლებაზე საუბრობდნენ ხელმომწერები (რომელთა შორის სამწუხაროდ იყო ივანე ჯავახიშვილიც), იმ სახელმწიფოში სადაც არავის ჰქონდა უფლება გაეკრიტიკებინა მოსკოვის მთავრობა და ადგილობრივი ჩეკისტის მეზობლის შორეული ნათესავიც კი.

იმისთვის რომ იგივე არ განმეორდეს მთავარია, არ დავიჯეროთ თავისუფლების ყალბი თეორიები. ეს თეორიები ასე შეგვიძლია ამოვიცნოთ:

1. ისინი ეხებიან კოლექტიურ თავისუფლებას, და მას აყენებენ ინდივიდის თავისუფლებაზე მაღლა. ასეთ დემაგოგიაზე დგას ყველა ავტორიტარული რეჟიმი.

2. ისინი ამართლებენ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას გრანდიოზული, მესიანური არგუმენტებით.(რათა უზრუნველყოფილი იყოს სამომავლო, საყოველთაო თავისუფლება.).

უნდა გვახსოვდეს, რომ არ არსებობს ერის თავისუფლება მოქალაქის თავისუფლების გარეშე. და რომ , სხვა ადამიანის თავისუფლების შელახვას არაფერი არ ამართლებს.

განსხავებით საბჭოთა კავშირისგან, მოკლე ხნიანი არსებობის მიუხედავად, 1918 – 1921 წლის რეპუბლიკამ თავისი დადებითი მემკვიდრეობა დატოვა - მაგალითად, მისი დემოკრატიული იდეები და კონსტიტუცია საფუძვლად დაედო თანამედროვე ქართული სახელმწიფო სისტემას, ყოველ წელს 26 მაისს აავღნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობას და სხვ.

ჩვენ რას დავუტოვებთ ისტორიას?

ვფიქრობ, ჩვენ ჩვენი ქვეყნის ისტორიის იმ ეტაპზე ვიმყოფებით, როცა უნდა დავუსვათ ჩვენს თავს კითხვა - რა მემკვიდრეობას ვუტოვებთ ჩვენს შვილებს? ვიქნებით, თუ არა მათთვის შრომის და ბრძოლის ისეთი მაგალითები, რომელსაც სიამაყით გააცნობენ მსოფლიოს? როცა დაბრკოლების წინაშე იქნებიან, ისინიც იტყვიან ასე - , „ამისთვის იბრძოლეს ჩვენმა წინაპრებმა?“

ეს დამოკიდებულია იმაზე, გავარჩევთ თუ არა ყალბ და რეალურ თავისუფლებას ერთმანეთისგან და ვიბრძოლებთ თუ არა მისთვის.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG