Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ მისმა თვითმფრინავებმა შავი ზღვის თავზე გადაიტაცეს ბრიტანეთის საჰაერო ხომალდები


Su-27-ის ტიპის სამხედრო ხომალდი
Su-27-ის ტიპის სამხედრო ხომალდი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მისმა Su-27-ის ტიპის ორმა საჰაერო ხომალდმა 26 ივნისს გადაიტაცა ბრიტანეთის სამი სამხედრო თვითმფრინავი, რომლებიც შავი ზღვის თავზე, რუსეთის საზღვრისკენ მიფრინავდა.

სამინისტროს თანახმად, გადაიტაცეს RC-135-ის ტიპის სადაზვერვო და საბრძოლო ხომალდი და Typhoon-ის ტიპის ორი საბრძოლო თვითმფრინავი.

"როცა მათ რუსეთის თვითმფრინავები მიუახლოვდა, უცხოური სამხედრო თვითმფრინავები გაბრუნდა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრიდან", - აცხადებს სამინისტრო.

ბრიტანეთის არმიას ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG