აშშ გეგმავს უკვე 27 ივნისს გამოაცხადოს უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომლის ღირებულებაც 500 მილიონი დოლარი იქნება - ესაა ნაწილი აშშ-ის ძალისხმევისა, დაეხმაროს უკრაინას თავის ტერიტორიაზე შეჭრილი რუსეთის მოგერიებაში.
პაკეტი მოიცავს სახმელეთო მანქანებს, იმ ფონზე, როცა უკრაინა კონტრშეტევას განაგრძობს - ამ ცნობას სააგენტო როიტერსი ავრცელებს, ანონიმურად დატოვებულ ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. თუმცა, ეს ორი პირი დასძენს, რომ პაკეტი კვლავაც სამუშაო პროცესშია და მასში, შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები შევიდეს.
ეს დახმარება იქნება 41-ე პაკეტი, რომელსაც აშშ დაამტკიცებს უკრაინისთვის, იქ რუსეთის შეჭრის შემდეგ. საერთო ჯამში, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება 40 მილიარდ დოლარს აჭარბებს.