Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი: დასავლეთს კავშირი არ ჰქონია რუსეთში "ვაგნერის" მიერ მოწყობილ ამბოხებასთან


ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი
ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 26 ივნისს განაცხადა, რომ აშშ-სა და ნატოს კავშირი არ ჰქონიათ რუსეთში კერძო გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" მიერ მოწყობილ ხანმოკლე ამბოხებასთან.

ბაიდენის თქმით, ჯერ "ძალიან ადრეა" იმ გავლენის შესაფასებლად, რომელიც ამ მოვლენებმა უკრაინაში მიმდინარე ომზე მოახდინა.

ბაიდენმა ასევე თქვა, რომ შაბათ-კვირას მოკავშირეებთან ვიდეოზარები განახორციელა და ყველა თანხმდება, რომ იმუშავებენ იმის უზრუნველსაყოფად, რათა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, "არაფერმა უნდა მისცეს ამის დასავლეთისთვის" ან ნატოსთვის დაბრალების საშუალება.

"მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ კავშირი არ გვაქვს. ამასთან არაფერი გვაკავშირებდა", - თქვა ბაიდენმა თავის პირველ საჯარო განცხადებაში მას მერე, რაც 24 ივნისს ამბოხება დასრულდა. "ეს იყო რუსეთის სისტემის შიგნით მიმდინარე ბრძოლის ნაწილი", - დასძინა მან.

XS
SM
MD
LG