Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუს ფიზიკოსს 12 წლით მიესაჯა პატიმრობა სამშობლოს ღალატის ბრალდებით


ვალერი გოლუბკინი 2020 წლის დეკემბერში დააპატიმრეს და ბრალად წაუყენეს ჰოლანდიელი კოლეგებისთვის საიდუმლო დოკუმენტების გადაცემა.
ვალერი გოლუბკინი 2020 წლის დეკემბერში დააპატიმრეს და ბრალად წაუყენეს ჰოლანდიელი კოლეგებისთვის საიდუმლო დოკუმენტების გადაცემა.

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 26 ივნისს სამშობლოს ღალატის ბრალდებით 12 წლით მიუსაჯა პატიმრობა ცენტრალური აეროჰიდროდინამიკური ინსტიტუტის წამყვან მკვლევარს, ფიზიკოს ვალერი გოლუბკინს.

გოლუბკინი 2020 წლის დეკემბერში დააპატიმრეს და ბრალად წაუყენეს ჰოლანდიელი კოლეგებისთვის საიდუმლო დოკუმენტების გადაცემა, რომლებსაც კავშირი ჰქონდა ჰიდროგენის (წყალბადის) საწვავზე მომუშავე, მაღალი სიჩქარის სამგზავრო თვითმფრინავების აგებასთან.

გოლუბკინი თავს უდანაშაულოდ აცხადებს და ამბობს, რომ ეს მასალები კვლევაში ჩართული ყველა მხარისთვის იყო ხელმისაწვდომი.

ასევე სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს გოლუბკინის ხელმძღვანელი ანატოლი გუბანოვი, რომლის საქმის განხილვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG