Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო სალუქვაძემ მეათედ მოიპოვა ოლიმპიური თამაშების ლიცენზია


ნინო სალუქვაძე ერთადერთი ქალი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებში ცხრაჯერ მიიღო მონაწილეობა, მომავალ წელს კი რეკორდს გააუმჯობესებს.
ნინო სალუქვაძე ერთადერთი ქალი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებში ცხრაჯერ მიიღო მონაწილეობა, მომავალ წელს კი რეკორდს გააუმჯობესებს.

ტყვიის სროლაში ოლიმპიური თამაშების ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელმა ნინო სალუქვაძემ მეათედ მოიპოვა ოლიმპიადის საგზური.

ორმოცდათოთხმეტი წლის სპორტსმენმა პარიზი-2024-ის სალიცენზიო ნორმატივი პოლონეთში შეასრულა, მესამე ევროპულ თამაშებზე, სადაც სპორტული პისტოლეტიდან სროლაში მეოთხე ადგილი დაიკავა.

ნინო სალუქვაძე ერთადერთი ქალი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებში ცხრაჯერ მიიღო მონაწილეობა, მომავალ წელს კი რეკორდს გააუმჯობესებს.

ნინო სალუქვაძე ოლიმპიური ჩემპიონი 35 წლის წინ გახდა - სეულში ცხრამეტი წლის ასაკში, იგი ოქროსა და ვერცხლის მედლებს დაეუფლა. ბრინჯაოს მედალი კი 2008 წელს მოიპოვა, პეკინის ოლიმპიადაზე.

XS
SM
MD
LG