Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ვიზიტს იწყებს სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი


ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 11 პაკეტი აქვს დაწესებული
ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 11 პაკეტი აქვს დაწესებული

საქართველოში ორდღიან ვიზიტს იწყებს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სანქციების საკითხებში დევიდ ო’სალივანი. ის თბილისში დღეს, 26 ივნისს, ჩამოვა. ვიზიტის მიზანია პირდაპირი საკომუნიკაციო არხის გახსნა და სამომავლო თანამშრომლობაზე დაფუძნებული დიალოგის ჩამოყალიბება. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 11 პაკეტი აქვს დაწესებული.

ევროკავშირის ინფორმაციით, დევიდ ო’სალივანი საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებს - სანქციებსა და მათ ეფექტიან განხორციელებას. ევროკავშირის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ თანამშრომლობის დიდი მზადყოფნა გამოხატა. ვიზიტში მონაწილეობენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენიც და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი.

თბილისში შეხვედრები გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა, ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებთან, გენერალურ პროკურორთან, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელებსა და ბიზნესის წარმომადგენლებთან.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს მთავრობას ეროვნულ დონეზე რუსეთისთვის ეკონომიკური შეზღუდვები არ დაუწესებია, თუმცა, აცხადებს, რომ იცავს საერთაშორისო სანქციებს.

ამასთან, პერიოდულად ვრცელდება ცნობები, რომ რუსეთი სანქცირებულ საქონელს შესაძლოა, საქართველოს გავლით იღებდეს.

XS
SM
MD
LG