Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა კონსერვატორებმა მანდატების უმრავლესობა მოიგეს


კონსერვატიული „ნეა დმოკრატიის“ ლიდერი კირიაკოს მიცოტაკისი. 25 ივნისი, 2023 წელი
კონსერვატიული „ნეა დმოკრატიის“ ლიდერი კირიაკოს მიცოტაკისი. 25 ივნისი, 2023 წელი

საბერძნეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში სამთავრობო პარტიამ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა.

კონსერვატიული „ნეა დემოკრატია“ თითქმის ყველა ბიულეტენის დათვლის შემდეგ წინ არის 40 პროცენტით.

ოპოზიციურმა მემარცხენე პარტია „სირიზამ“ მეორე ადგილი დაიკავა და ამომრჩეველთა 18 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა.

„ნეა დემოკრატია“ პარლამენტში ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას იღებს, რასაც ახალ კანონმდებლობას უმადლის: ახალი კანონით, გამარჯვებული პარტია ავტომატურად დამატებით იღებს 20 ადგილს.

ეს წესი საბერძნეთში ხუთი კვირის წინ ჯერ არ მოქმედებდა. პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა და მისმა პარტიამ მაშინაც 40 პროცენტი მოიგეს, თუმცა უარი თქვეს კოალიციის შექმნაზე. მას მერე საბერძნეთს გარდამავალი კაბინეტი მართავს.

XS
SM
MD
LG