Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევზე სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, ხუთი პირი ემსხვერპლა


პოლიციელები კიევში დაზიანებულ სახლთან. 24 ივნისი, 2023 წელი
პოლიციელები კიევში დაზიანებულ სახლთან. 24 ივნისი, 2023 წელი

უკრაინის დედაქალაქში, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა რუსეთის არმიის მიერ სარაკეტო იერიშის შედეგად.

უკრაინის ოფიციალური პირების თანახმად, კიევზე დარტყმა განხორციელდა 24 ივნისის ღამით - 25 ივნისის დილით.

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო Telegram-ის არხით იტყობინება, რომ ქალაქის დასავლეთში, სოლომიანსკის რაიონში, სადაც ხალხმრავალი სატრანსპორტო კვანძია, ცეცხლის სამიზნე იყო 25-სართულიანი საცხოვრებელი სახლი.

ოფიციალური პირების თანახმად, ღამის განმავლობაში კიევს 20-მდე რაკეტა ესროლეს.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსმა სამხედროებმა ტუ-95-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენებიდან ხ-101/5552-ის ტიპის რაკეტები დაუშინეს კიევს.

კვირას, 25 ივნისს, ღამით, უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმა არ მომხდარა, მაგრამ რამდენიმე რეგიონის დაბომბვა გაგრძელდა. ხერსონის ხელისუფლებამ კვირა დილით გაავრცელა ინფორმაცია საცხოვრებელი უბნების დაბომბვის შესახებ. ქალაქში ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. „ერთ-ერთი ჭურვი ზუსტად ოთახის შუაში აფეთქდა“, - თქვა ალექსანდრე პროკუდინმა, რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

XS
SM
MD
LG