Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ორშაბათი არასამუშაო დღედ გამოცხადდა


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა რუსეთის დედაქალაქში ორშაბათი, 26 ივნისი არასამუშაო დღედ გამოაცხადა, ამის შესახებ ნათქვამია მერის ტელეგრამარხზე გავრცელებულ ცნობაში. მოსკოვის მერის თანახმად, მიმდინარეობს „კონტრტერორისტული ოპერაცია. სიტუაცია რთულია“.

„რისკების მინიმიზაციის მიზნით, ჩემ მიერ ოპერატიული შტაბის ფარგლებში მიღებულია გადაწყვეტილება ორშაბათის არასამუშაო დღედ გამოცხადების შესახებ“, - წერს სობიანინი, რომლის თანახმად, ეს გადაწყვეტილება არ შეეხებათ სამთავრობო ორგანოებს, უწყეტი ციკლის საწარმოებს, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსებსა და საქალაქო სამსახურებს.

მოსკოვის მერი თანამოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ქალაქში მოძრაობისგან, ვინაიდან მოსალოდნელია გზების სხვადასხვა მონაკვეთის გადაკეტვა ცალკეულ კვარტლებში.

23 ივნისის საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსი სამხედროები დაქირავებულთა ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა და გამოაცხადა, რომ ფაქტობრივად სამხედრო გადატრიალებას გეგმავს რუსეთში. ამას მან „სამართლიანობის მარში“ უწოდა.

24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დაიკავეს დონის როსტოვი. მოგვიანებით, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ რეგიონში მიმდინარეობს „ოპერატიული საბრძოლო მოქმედებები“.

ევგენი პრიგოჟინმა ტელეგრამარხზე დაწერა, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები მოსკოვის ოლქისკენ მიიწევენ.

XS
SM
MD
LG