Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვია ყველა თავის სამხედრო ვერტმფრენს უკრაინას გადასცემს


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ლატვიის პრემიერ-მინისტრი კრიშიანის კარინში. საარქივო ფოტო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ლატვიის პრემიერ-მინისტრი კრიშიანის კარინში. საარქივო ფოტო

ლატვია ყველა თავის სამხედრო ვერტმფრენს უკრაინას გადასცემს. ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარინშმა ლონდონში უკრაინის რეკონსტრუქციის შესახებ მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ შვეულმფრენების მთელი პარკი გვქონდა. ყველა ამ შვეულმფრენს - ზოგიერთი ახლა იღებება, რათა მათი გამოყენებაც იყოს შესაძლებელი და კარგადაც გამოიყურებოდნენ - ჩვენ უკრაინას გავუგზავნით“, - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენი შვეულმფრენი გადაეცემა უკრაინას და რა მდგომარეობაშია ისინი.

კარინშმა ასევე გაიხსენა, რომ ლატვიას „არასოდეს ჰქონია ილუზია“ რუსეთთან დაკავშირებით და კიევისათვის გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემა „სტინგერის“ გადაცემა ჯერ კიდევ რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებამდე გადაწყვიტა. ლატვიის პრემიერ-მინისტრის თქმით, აშშ-ის თანხმობის შემდეგ, ლატვიამ უკრაინას რვა კომპლექსი „სტინგერი“ გადასცა.

მანამდე ლატვიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას.

კარინშის თქმით, უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება უბრალოდ დროის საკითხია. ლატვიის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროპის ყველა ქვეყანამ უნდა გააძლიეროს თავდაცვის ინდუსტრია, გერმანიის ჩათვლით.

XS
SM
MD
LG