Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ახალგაზრდულმა საფეხბურთო ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა


ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში სულ თექვსმეტი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრებები მონაწილეობს.
ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში სულ თექვსმეტი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრებები მონაწილეობს.

საქართველოსა და რუმინეთში დაიწყო ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ფეხბურთში და ჯგუფური ეტაპის პირველსავე ტურში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის წინა ჩემპიონატის ფინალისტი პორტუგალია დაამარცხა, ანგარიშით 2:0.

თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართულ მატჩში ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. ანგარიში გიორგი გაგუამ გახსნა ოცდამეჩვიდმეტე წუთზე. საბოლოო შედეგი კი საბა საზონოვმა დააფიქსირა ტაიმის მიწურულს.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დღეს მოპოვებული სამი ქულით A ჯგუფის ლიდერი გახდა. მეორე-მესამე ადგილებზე თითო ქულით გადანაწილდნენ ნიდერლანდი და ბელგია, რომლებიც დღესვე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და უგოლოდ დაშორდნენ.

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში სულ თექვსმეტი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრებები მონაწილეობს. ოთხი ოთხგუნდიანი ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო მეოთხედფინალის საგზურს მოიპოვებს და ტიტულისთვის ბრძოლას პლეიოფში გააგრძელებს. ჯგუფური ეტაპის მეოთხედფინალისა და ნახევარფინალის თამაშებს საქართველოსა და რუმინეთის ქალაქები უმასპინძლებენ, ფინალი კი საქართველოში, ბათუმის სტადიონზე, შედგება 8 ივლისს.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის სამი უძლიერესი ნაკრები პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიას მოიპოვებს.

XS
SM
MD
LG