Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მუშა მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალის ზესტაფონის მონაკვეთზე, სოფელ შროშასთან, მუშა გარდაცვლილი იპოვეს. კაცს მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მუშა ხიდის მშენებლობის დროს გადმოვარდა, შემდეგ კი მდინარეში ჩავარდა.

საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით - სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა.

XS
SM
MD
LG