Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და შოტლანდიის საფეხბურთო ნაკრებების მატჩი მინდვრის დატბორვის გამო შეწყდა

თავსხმა წვიმის გამო, მინდორი დაიტბორა და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პროტესტის შემდეგ, შეხვედრის კომისარმა და მთავარმა მსაჯმა მატჩის ოცი წუთით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი შოტლანდიისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებებს შორის, თამაშის დაწყებიდან ხუთ წუთში შეწყდა.

თავსხმა წვიმის გამო, მინდორი დაიტბორა და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პროტესტის შემდეგ, შეხვედრის კომისარმა და მთავარმა მსაჯმა მატჩის ოცი წუთით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. სწორედ ამ დროში უნდა მოეწესრიგებინათ მასპინძლებს მინდვრის საფარი, მაგრამ ეს ვერ შეძლეს და მსაჯმა კიდევ თხუთმეტი წუთი დაამატა.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პროტესტის შემდეგ მატჩის ოცი წუთით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პროტესტის შემდეგ მატჩის ოცი წუთით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს.

პაუზა კიდევ უფრო მეტხანს გაიწელა. შემდეგ კი მოედანზე ისევ უხმეს ფეხბურთელებს, ათწუთიანი მოთელვის ჩასატარებლად. სწორედ ამ მოთელვისას გაირკვევა, თამაში განახლდება თუ გადაიდება.

თავსხმა წვიმის გამო მინდორი დაიტბორა. ცდილობენ, მოედანი მოაწესრიგონ.
თავსხმა წვიმის გამო მინდორი დაიტბორა. ცდილობენ, მოედანი მოაწესრიგონ.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში A ჯგუფშია, შოტლანდიის, ესპანეთის, ნორვეგიისა და კვიპროსის ნაკრებებთან ერთად. სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა რვა თამაშიდან ჯერ ორი ჩაატარა, ანგარიშზე თითო მოგება და ფრე აქვს და ოთხი ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა. ჯგუფის ლიდერი შოტლანდიაა, სამ თამაშში მოპოვებული ცხრა ქულით.

XS
SM
MD
LG