Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა მეზობლების განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულს


თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო

ვარკეთილში ორი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების ვერსიით, 18 ივნისს თბილისში ბრალდებულმა ორი მეზობლის მოკვლა სცადა, რა დროსაც დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მათ. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად, დაზარალებულების გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

თბილისში, ვარკეთილის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, მამა-შვილს თავს დაესხა ახალგაზრდა კაცი, 25 წლის მეზობელი, რომელმაც მათი დახოცვა სცადა.

შემთხვევა 18 ივნისს მოხდა. დანაშაულს ათეულობით ადამიანი ადევნებდა თვალს მეზობელი კორპუსიდან, არსებობს თავდასხმის ამსახველი კადრებიც. ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ მეზობელი მის ბინაში მაშინ შევიდა, როცა მამამისი მაღაზიაში იყო.

XS
SM
MD
LG