დანიის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარება 2023-2028 წლებში გაიზრდება 21,9 მილიარდ დანიური კრონამდე, ანუ 3.21 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე, აცხადებს დანიის თავდაცვის სამინისტრო 19 ივნისს.
დახმარება გაიგზავნება საგანგებო ფონდის მეშვეობით, რომელიც დანიამ მარტში დააარსა, როგორც ნაწილი ქვეყნის მისწრაფებისა, "იყოს უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი".
ფონდი თავდაპირველად შეიქმნა 7 მილიარდი დანიური კრონით, რომელიც უნდა დაიხარჯოს ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და სამხედრო საჭიროებებზე. ამ ეტაპზე ზუსტად ცნობილი არ არის, რა თანხაა უკვე გაგზავნილი.