Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს მხრიდან უკრაინაში დახმარების ჩატანისკენ მოწოდებების ფონზე კრემლი "ნიუანსებზე" საუბრობს


დმიტრი პესკოვი, კრემლის პრესმდივანი
დმიტრი პესკოვი, კრემლის პრესმდივანი

გაეროს კრიტიკას, რომ რუსეთმა არ დაუშვა დახმარება სამხრეთ უკრაინის წყალდიდობით დაზარალებულ არეალებში, კრემლმა უპასუხა უსაფრთხოების ფაქტორების, "ბევრი საკითხის" და "ბევრი სხვა ნიუანსის" მოხმობით.

უკრაინის რეგიონებში კვლავ ებრძვიან დამანგრეველ შედეგებს წყალდიდობისა, რომელიც მოჰყვა 6 ივნისს კახოვკის კაშხლის განადგურებას და ათობით ადამიანის სიკვდილს.

უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში გაეროს კოორდინატორმა დენის ბრაუნმა 18 ივნისს, გვიან საღამოს, დაიჩივლა, რომ რუსეთის მთავრობა "ამ დრომდე არ აკმაყოფილებს ჩვენს თხოვნას დაშვებაზე იმ [დაზარალებულ] არეალებში, რომლებსაც ის დროებით სამხედრო ძალით აკონტროლებს".

ათობით თემის დატბორვის გარდა, კაშხლის განადგურებას მოჰყვა ელექტროენერგიის გათიშვა და სასმელი წყლის დეფიციტი. ამასთან, გაღრმავდა შეშფოთება, რომ პრობლემები შეექმნება ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის გაგრილების პროცესს.

"საქმე ბევრ საკითხთან გვაქვს", - უთხრა კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს, როცა მას გაეროს საჩივარზე დაუსვეს კითხვა. პესკოვმა ილაპარაკა ფრონტის ხაზზე მუდმივ სროლასა და სხვა პრობლემებზე. "ამიტომაც აქ ძალიან რთულია, მათთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ძალიან რთულია. და არის ბევრი სხვა ნიუანსიც", - თქვა პესკოვმა.

XS
SM
MD
LG