Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გვარამია პატიმრობაში რჩება - უზენაესმა საქმე დაუშვებლად ცნო - აცხადებს "მთავარი არხი"


"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პატიმრობაში რჩება. არხის ინფორმაციით, 19 ივნისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ სარჩელი განსახილველადაც არ მიიღო (დაუშვებლად ცნო).

უზენაეს სასამართლოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ "კანონით დადგენილ ვადაში გახდება გადაწყვეტილება ცნობილი".

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე.

ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აშშ-ის საელჩომ ამერიკაში დაგეგმილ პროგრამაში მონაწილეთა სიიდან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ამოიღო.

2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.

XS
SM
MD
LG