Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭიათურაში მაღაროელმა პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა


ჭიათურაში პროტესტის მე-13 დღეს ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა
ჭიათურაში პროტესტის მე-13 დღეს ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტის მე-13 დღეს ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა.

მან პროტესტის ამ ფორმას მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო მიმართა. მაღაროელები კომპანიისგან ხელფასის გაზრდას და ახალი გრაფიკის გადახედვას მოითხოვენ. ამ მოთხოვნით ათი გაფიცული რამდენიმე დღეა შიმშილობს, მათგან ერთ-ერთს პირი აქვს ამოკერილი.

ტელეკომპანია "ფორმულის" ცნობით, ამ დრომდე ჭიათურაში ყველა მაღარო გაჩერებული და პარალიზებულია. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, გაფიცულებსა და მენეჯმენტს შორის კონსენსუსი ვერ შედგა.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში" 15 ივნისს განაცხადეს, რომ მედიატორთან შეხვედრის შემდეგ ისინი ე.წ. ვახტური რეჟიმით მომუშავე თანამშრომლების მოთხოვნების ყველა პუნქტზე შეჯერდნენ, გარდა ხელფასის მატებისა და ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებისა.


კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს შეწყვიტონ პროტესტი, განაახლონ მუშაობა და მუშაობის შედეგად რა ეკონომიკური ეფექტიანობაც იქნება მიღწეული, იმის მიხედვით განისაზღვროს თანამშრომელთა ბონუსები და ბენეფიტები. კომპანია ასევე მზაობას გამოხატავს მედიაციის პროცესის გაგრძელებაზე და თანახმაა, მიღწეულ შედეგზე გააფორმოს სამედიაციო შეთანხმება.

კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მედიაციის პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო 12 ივნისს ჩაერთო. უწყებაში ამბობენ, რომ ამ პროცესში ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული.

XS
SM
MD
LG