უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის კუთვნილი „კა-52“ მოდელის საბრძოლო შვეულმფრენი ჩამოაგდეს.
"კიდევ ერთი რუსული ვერტმფრენი, „კა-52 ალიგატორი“ ჩამოაგდეს დღევანდელი დღის მეორე ნახევარში. რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტი დაახლოებით 16 მილიონი დოლარით შემცირდება", - იტყობინება უკრაინის გენერალური შტაბი, მაგრამ არ აზუსტებს, თუ სად ჩამოაგდეს საფრენი აპარატი.
ერთ დღეში, გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინულმა ავიაციამ 7 დარტყმა განახორციელა მტრის პერსონალის კონცენტრაციის ადგილებში და გაანადგურა რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემა. ასევე, დღის განმავლობაში სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის ნაწილებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის 2 საკონტროლო პუნქტი, 4 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი, მტრის პერსონალის და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 2 რაიონი და მისი საბრძოლო მასალების შემადგენლობა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ბოლო მონაცემებით, რუსეთის ფედერაციაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინის ჯარებმა ჩამოაგდეს 300-ზე მეტი რუსული ვერტმფრენი. რუსული მხარე ასაიდუმლოებს პირადი შემადგენლობის და საბრძოლო ტექნიკის დანაკარგებს.
ყველაზე პოპულარული
1