Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დაიცავი სხვისი მიკედლებული“ - თბილისსა და ბათუმში ცხოველთა უფლებების დასაცავად აქცია იმართება


საპროტესტო აქცია პარლამენტთან
საპროტესტო აქცია პარლამენტთან

„დაიცავი სხვისი მიკედლებული“, „გაამკაცრე კანონი და დასაჯე მკვლელი“, „შეაჩერე ცხოველებზე ძალადობა“, - ამ გზავნილებით მიმდინარეობს თბილისში, პარლამენტის წინ, აქცია, სადაც ცხოველთა უფლებების დამცველები და რიგითი მოქალაქეები ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის გახშირებულ ფაქტებს აპროტესტებენ.

საპროტესტო აქცია პარლამენტთან
საპროტესტო აქცია პარლამენტთან

ისინი მოითხოვენ, სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაისაჯონ ის პირები, ვინც სასტიკად ეპყრობიან მიუსაფარ ცხოველებს.

საპროტესტო აქცია პარლამენტთან
საპროტესტო აქცია პარლამენტთან

პარალელურად, ცხოველთა უფლებების დამცველების აქცია მიმდინარეობს ბათუმშიც. აქციის მონაწილეები ბათუმის ბულვარში არიან შეკრებილი და ცხოველების წამების ან მათდამი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე კანონის სათანადო აღსრულებას მოითხოვენ.

ბათუმელი უფლებადამცველები აცხადებენ, რომ აუცილებელია კანონის გამკაცრება, რადგან "259-ე მუხლი არ მუშაობს".

საპროტესტო აქცია ბათუმში
საპროტესტო აქცია ბათუმში

ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით რეგულირდება და ამ ტიპის დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით - ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით - ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით ერთ წლამდე. ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი ჯგუფურად და არაერთგზის, ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით - ვადით ორასიდან ოთხას საათამდე, შინაპატიმრობით - ვადით ერთიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით სამ წლამდე.

საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტთან
საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტთან

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, 2021 წელს ცხოველის წამებისა და სასტიკი მოპყრობის 78 შემთხვევა დარეგისტრირდა, მათგან 17 შემთხვევაში საქმე გაიხსნა. 2022 წელს ანალოგიური მუხლით დაიწყო გამოძიება 39 შემთხვევაზე და გაიხსნა 12 საქმე. რაც შეეხება 2023 წელს, პირველი სამი თვის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით გამოძიება დაიწყო 11 შემთხვევაზე, რომელთაგან 5 საქმე გაიხსნა.

საპროტესტო აქცია პარლამენტთან
საპროტესტო აქცია პარლამენტთან

ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხოველის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე გამოძიება დაიწყო, მიმდინარე წლის 9 ივნისს მოხდა. თბილისის გარეუბანში, ვაზისუბანში, ძაღლი ქუჩაში, ტროტუარზე მოკლეს. ფოტომასალა გამოქვეყნდა ფეისბუკჯგუფში "ჩემი ქალაქი მკლავს". მასში აღნიშნული იყო, რომ ცხოველს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

მანამდე, ორი თვით ადრე, 2023 წლის აპრილში, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კეშელავა მიუსაფარი ძაღლის მოკვლისთვის 3 ათასი ლარით დააჯარიმა. მან ძაღლი ქუჩაში მოკლა.

XS
SM
MD
LG