Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპეცრაზმმა ასტანაში გაათავისუფლა თავდამსხმელის მიერ ბანკში აყვანილი მძევლები


სამხედროებმა ალყაში მოაქციე ბანკი, სადაც თავდამსხმელმა მძევლები აიყვანა
სამხედროებმა ალყაში მოაქციე ბანკი, სადაც თავდამსხმელმა მძევლები აიყვანა

ასტანაში ბანკ „კასპის“ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცის მიერ დატყვევებული მძევლები გაათავისუფლეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელი, რომელმაც მძევლები აიყვანა, მოითხოვდა ბანკის ყველა აქტივის გადაცემას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების, ღარიბებისა და გაჭირვებულებისთვის. მან ამ მოთხოვნის შესასრულებლად ხელისუფლებას სამი საათი მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმუქრებოდა, რომ დახოცავდა შვიდ ქალსა და ბანკის ფილიალის ერთ მცველს.

ჟურნალისტები იუწყებიან, რომ თავდამსხმელის სახელია ალიხან მურადოვი. მას "კასპში" მცირე სესხი აქვს. არ არის გამორიცხული, რომ მურადოვი რეგისტრირებულია წამლის დისპანსერში. ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება არ არსებობს.

ოპერაციის განმავლობაში ბანკის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი იყო, ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების რაზმები გაიყვანეს. იმ სახლის მაცხოვრებლებს, სადაც ბანკის ფილიალი მდებარეობს, ბინების დატოვება მოსთხოვეს.

ბანკმა „კასპმა“ უფრო ადრე გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, თავდამსხმელს მძევლად მხოლოდ ბანკის თანამშრომლები ჰყავდა აყვანილი.

XS
SM
MD
LG