30-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივი განცხადებით სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, ჰქონდეთ დროული რეაგირება და აღკვეთონ სიძულვილით მოტივირებული დანაშაული. ეს განცხადება ორგანიზაციებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერ ზურა ჯაფარიძესა და "ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის" ბანაკში მყოფ ადამიანებზე თავდასხმის შემთხვევებთან დაკავშირებით გაავრცელეს - სამივე შემთხვევა დღეს, 17 ივნისს მოხდა.
"დროის მცირე მონაკვეთში განხორციელებული სამი თავდასხმა აშკარად წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებულია. ეს დანაშაულებრივი ქმედებები ეწინააღმდეგება ქართულ ღირებულებებს - შემწყნარებლობას და მშვიდობიანობას. ახალგაზრდებზე, ბავშვებზე თავდასხმა არა მხოლოდ კანონს არღვევს, არამედ შეუთავსებელია ქართული საზოგადოების ღირებულებებთან. ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და მოსახლეობის დევნა არის რუსეთის, პუტინის რეჟიმის, ხელწერა; სწორედ ოკუპანტი სახელმწიფო უსწორდება ოპონენტებს და ძალადობრივად ახშობს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას", - წერია განცხადებაში, რომელსაც ამ დროის მონაცემებით [18:03 სთ] 37 ორგანიზაცია უერთდება.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- აფხაზური ამბები
- ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის
- ახალგაზრდული გაერთიანება We talk
- დემოკრატიის მცველები
- დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრი
- დემოსი
- თავისუფალ მოქალაქეთა გაერთიანება
- თბილისი პრაიდი
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
- კომლი
- ლაგოდეხის ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრი
- მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი
- მმართველობის მონიტორინგის ცენტრი
- მშობლები განათლებისთვის
- პროფესიო
- რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი
- საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
- საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
- საზოგადოებრივი მოძრაობა “მომავლის ჭიათურა”
- სალამი
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
- სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი
- სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
- სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
- სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი
- სასამართლოს გუშაგი
- საფარი
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია
- საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
- ფემეა
- ფემინა
- ქალები საერთო მომავლისთვის საქართველო
- ჩემი იმერეთი
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
- წერტილი