Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ უარყო რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე აფრიკელი ლიდერების მოწოდებები


ვოლოდიმირ ზელენსკი სამხრეთ აფრიკისა და კომორის პრეზიდენტების გარემოცვაში
ვოლოდიმირ ზელენსკი სამხრეთ აფრიკისა და კომორის პრეზიდენტების გარემოცვაში

აფრიკელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ გამართავს, სანამ კრემლი მთლიანად არ გაიყვანს თავის ჯარებს უკრაინიდან. ჯარების გაყვანამდე მოლაპარაკებების დაწყება, ზელენსკის თქმით, ნიშნავს არა დასრულებას, არამედ მხოლოდ ომის გაყინვას.


"რუსეთი დიდი ხანია ცდილობს ყველას მოატყუოს "მინსკით". აშკარაა, რომ რუსეთი ახლა ცდილობს დაუბრუნდეს მოტყუების ძველ პრიმიტიულ ტაქტიკას. მაგრამ რუსეთი ვეღარ შეძლებს მსოფლიოს მოტყუებას. უკრაინის მოტყუება ნამდვილად შეუძლებელია. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: ჩვენ გვჭირდება რეალური მშვიდობა, რაც ნიშნავს რუსეთის ჯარების რეალურ გაყვანას მთელი ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფო მიწიდან", - განაცხადა ზელენსკიმ.

აფრიკის ქვეყნების- სამხრეთ აფრიკის, ზამბიის, კომორის, კონგოს რესპუბლიკის, ეგვიპტის, სენეგალისა და უგანდის ლიდერები სამშვიდობო ინიციატივით 16 ივნისს კიევს ესტუმრნენ.

ისინი რუსეთსა და უკრაინას შორის პოტენციურ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეებს "ნდობის აღდგენის" საკუთარ გეგმას სთავაზობენ.

უკრაინიდან დელეგაცია პეტერბურგში გაემგზავრება, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

16 ივნისის დილით რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ქალაქ კიევსა და კიევის ოლქზე, იმ დროს როცა იქ აფრიკელი ლიდერების დელეგაცია იმყოფებოდა.

XS
SM
MD
LG