რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ "უცხოელი აგენტების" ერთიან რეესტრში შეიტანა რეჟისორი ვიტალი მანსკი, პოლიტიკოსი ლევ შლოსბერგი და ასევე რადიო თავისუფლების საიტ „კავკაზ.რეალიის“ ჟურნალისტი იულია პარამონოვა, ეკონომისტი სერგეი ალექსაშენკო და ჟურნალისტი სვეტლანა პროკოპიევა.
იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, მანსკი უპირისპირდებოდა უკრაინაში მიმდინარე ომს, „მხარდაჭერას უცხადებდა უკრაინის ხელისუფლებას“, „ნაცისტურ გერმანიასთან აიგივებდა რუსეთ“, იღებდა უცხოეთიდან დაფინანსებას და არ ცხოვრობს რუსეთში.
მანსკი, რომლის ფესტივალი "არტდოკფესტი" რუსეთში არაერთხელ ჩაშალეს პუტინის მომხრე ორგანიზაციების წევრებმა, უკვე რამდენიმე წელია რიგაში ცხოვრობს.
2022 წლის 6 სექტემბერში მანსკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა "ცილისწამების" მუხლით მისი კოლეგის, კინორეჟისორ ნიკიტა მიხალკოვის სარჩელის საფუძველზე. მიხალკოვმა ცილისწამებად მიიჩნია მანსკის სიტყვები, რომელიც მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის ბიუჯეტის გაფლანგვას შეეხებოდა. კრემლთან დაახლოებული ნიკიტა მიხალკოვი ამ კინოფესტივალს მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.