Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ჯარმა ხერსონი დაბომბა. დაიჭრა 23 ადამიანი


რუსების მიერ ხერსონზე განხორციელებული ერთ-ერთი იერიშის შედეგი
რუსების მიერ ხერსონზე განხორციელებული ერთ-ერთი იერიშის შედეგი

რუსულმა ჯარებმა ხერსონს კიდევ ერთი მასიური დარტყმა მიაყენეს, რის შედეგადაც 23 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაშავდა.
"ყველა დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამი ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, ყველა დანარჩენს მიღებული აქვს ზომიერი ან მსუბუქი დაზიანება. მრავალი ადამიანის სიცოცხლე თავშესაფარმა გადაარჩინა", - განაცხადეს ხერსონის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციაში.
ცეცხლის ქვეშ მოექცა ხერსონის ცენტრალური რაიონები, სადაც დაზიანდა სამედიცინო დაწესებულება, საბავშვო ბაღი, სუპერმარკეტი, საცხოვრებელი კორპუსები, მანქანები და ელექტროგადამცემი ხაზები.

16 ივნისს რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ქალაქ კიევსა და კიევის ოლქზე, იმ დროს როცა იქ აფრიკელი ლიდერების დელეგაცია იმყოფებოდა. დელეგაცია უკრაინაში სამშვიდობო ინიციატივის წარსადგენად იმყოფება. მაგრამ ამ იერიშს კიევში საცხოვრებელი სახლებისა და სხვა ობიექტების დაზიანება არ მოჰყოლია.

უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, შეიარაღებულმა ძალებმა ექვსი ჰიპერბგერითი რაკეტის „კინჟალის“ და სხვა რაკეტების ჩამოგდება შეძლეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.

XS
SM
MD
LG