Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი: თუ მეორე ფრონტი არსებობს, ეს "რბილი ძალის" ფრონტია ჩვენ წინააღმდეგ


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ დღეს არსებობს მხოლოდ ომის ერთი ფრონტი, რომელიც გაჩაღებულია საქართველოს მეგობარი ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებას უთხრა, როცა ათვალიერებდა გერმანელი მხატვრის, ოტო დიქსის გამოფენას "ომი საშინელებაა".

"ძალიან კარგად ვიცით, რომ დღეს არის მხოლოდ ერთი ფრონტი, რომელიც გაჩაღებულია ჩვენი მეგობარი უკრაინის წინააღმდეგ და თუ მეორე ფრონტი არსებობს, არსებობს "რბილი ძალის" მეორე ფრონტი ჩვენ წინააღმდეგ", - თქვა პრეზიდენტმა.

მმართველი პარტიის ლიდერები უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში აცხადებდნენ, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილი არსებობს. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კი აღნიშნავდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში "მეორე ფრონტის" საკითხს დაშვებული შეცდომების გადასაფარად იყენებს.

XS
SM
MD
LG