Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იზრდება რიკოთზე მსუბუქი ავტომანქანებისათვის გადაადგილების საათები


საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას რიკოთზე მსუბუქი ავტომობილებისთვის გადაადგილების წესებში ცვლილების შესახებ.

17 ივნისიდან 3 საათით იზრდება რიკოთის საუღელტეხილო გზაზე (სურამის კვანძიდან ზესტაფონამდე) მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტის გადაადგილების პერიოდი.

კერძოდ:

  • მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტი იმოძრავებს 06:00 საათიდან 21:00 საათამდე.
  • მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი, დაშვებული იქნება ორმხრივად, 23:00 საათიდან 05:00 საათამდე.

სპეციალური რეჟიმი რიკოთის საავტომობილო გზაზე აპრილიდან მოქმედებს.

XS
SM
MD
LG