Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევზე სარაკეტო თავდასხმა აფრიკის ქვეყნების დელეგაციის ვიზიტის დროს განხორციელდა


აფრიკის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები უკრაინაში
აფრიკის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები უკრაინაში

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევზე სარაკეტო თავდასხმას საცხოვრებელი სახლებისა და სხვა ობიექტების დაზიანება არ მოჰყოლია. მისი სიტყვებით ძლიერი ხმა, რომელიც პოდოლსკის რაიონში, ქალაქის ცენტრში ისმოდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მუშაობას უკავშირდებოდა.

უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, შეიარაღებულმა ძალებმა ექვსი ჰიპერბგერითი რაკეტის „კინჟალის“ და სხვა რაკეტების ჩამოგდება შეძლეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.

კლიჩკოს ამ განცხადების შემდეგ უკაინის გენერალურმა პროპკურატურამ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად კიევის ოლქში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიჭრა ორი მშვიდობიანი მოქალაქე და დაზიანდა სახლები, საქმეზე დაწყებულია წინასწარი გამოძიება ომის კანონების დარღვევის ფაქტზე.

დღეს დილით, რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ქალაქ კიევსა და კიევის ოლქზე, იმ დროს როცა იქ აფრიკელი ლიდერების დელეგაცია იმყოფებოდა. დელეგაცია უკრაინაში სამშვიდობო ინიციატივის წარსადგენად იმყოფება.

სააგენტო როიტერსის თანახმად კიევში მყოფ დელეგაციის წევრებს, რომლებიც მანამდე ბუჩაში იმყოფებოდნენ, საჰაერო განაგაშის გამო თავშესაფარში ჩასვა მოუხდათ. საჰაერო თავდასხმის დასრულების შემდეგ, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის სპიკერმა ტვიტერზე დაწერა, რომ აფრიკელი ლიდერების მისია „კარგად და გეგმის მიხედვით“ მიმდინარეობს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტაციაში სარაკეტო თავდასხმას უწოდეს რუსეთის „სიგნალი აფრიკისთვის“ .

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტაციის უფროსმა ანდეი ერმაკმა ტვიტერზე დაწერა, რომ „მსოფლიოს უკვე აქვს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. და მისი მოთვინიერება მთელი კაცობრიობის ამოცანაა.“

ხვალ აფრიკის ქვეყნების ლიდერები რუსეთში ჩასვლას გეგმავენ. დელეგაციაში არიან სამხრეთ აფრიკის, ზამბიის, კომორის, კონგოს რესპუბლიკის, ეგვიპტის, სენეგალისა და უგანდის ლიდერები.

XS
SM
MD
LG