Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორფოლოს პოლიგონზე ვიცე-პოლკოვნიკს მეხი დაეცა - თავდაცვის სამინისტრო


საქართველოს თვადაცვის სამინისტრო.
საქართველოს თვადაცვის სამინისტრო.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმური საველე სწავლების დროს მეხი დაეცა ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს. ის თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურია.

როგორც სამინისტრო აცხადებს, დაშავებულ ოფიცერს პირველადი სამედიცინო დახმარება ქვედანაყოფის სამხედრო ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, სადაც მას რეანიმაციული ღონისძიებები უტარდება.

ფოტო: გოდერძი აფრასიძე ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალში შეჰყავთ.
ფოტო: გოდერძი აფრასიძე ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალში შეჰყავთ.

„პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმე რჩება. თუმცა, მიმდინარე რეანიმაციული მკურნალობის შედეგად ჰერმოდინამიკური პარამეტრები უკვე დასტაბილურდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა სამმართველომ.

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში უკვე იმყოფებიან დაშავებული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრები და დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია”, - ვკითხულობთ თავდაცვის სამინისტროს ცნობაში.

განახლება

ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის მენეჯერმა კახაბერ მუხიგულაშვილმა ილაპარაკა ვიცე-პოლკოვნიკის მდგომარეობის შესახებ.

„მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, შემოიყვანეს უგონო მდგომარეობაში, დაფიქსირდა გულის გაჩერება, აქვს დამწვრობა. ჩავუტარეთ პირველადი დახმარება რეანიმაციაში", - თქვა მან.

ამჟამად აფაქიძე ახალციხიდან თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაჰყავთ.

XS
SM
MD
LG