Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტი ნატოს სთხოვს, რაც შეიძლება მალე მიიღოს უკრაინა ალიანსში


ევროპის პარლამენტის შენობა სტრასბურგში
ევროპის პარლამენტის შენობა სტრასბურგში

15 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია. ის, სხვა საკითხებთან ერთად, შეიცავს პუნქტს, რომელიც მოუწოდებს ნატოს, ომის დასრულების შემდეგ დაიწყოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის მიღების პროცესი და ეს სწრაფად განახორციელოს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ სანამ უკრაინა სრულ წევრობას მოიპოვებს, მისმა მოკავშირეებმა - ევროკავშირმა, ნატომ და სხვა პარტნიორებმა - კიევთან ერთად უნდა შექმნან უსაფრთხოების დროებითი გარანტიის მექანიზმი, რომელიც ომის დასრულებისთანავე უნდა დაინერგოს.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 425-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო - 38, თავი შეიკავა 42-მა.

ევროპარლამენტარებმა ასევე გამოთქვეს იმედი, რომ ევროკომისია მალე დადებით დასკვნას გამოიტანს უკრაინის მიერ კანდიდატი ქვეყნისთვის გათვალისწინებული შვიდი რეკომენდაციის შესრულებაზე და ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების წელს დაწყება გახდება შესაძლებელი.

XS
SM
MD
LG