Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IAEA-ის ხელმძღვანელი რაფაელ გროსი ზაპოროჟიეს აესის შესამოწმებლად ჩავიდა


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი რაფაელ გროსი ზაპოროჟიეს აესის შესამოწმებლად ჩავიდა უკრაინაში. 15 ივნისი, 2023.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი რაფაელ გროსი ზაპოროჟიეს აესის შესამოწმებლად ჩავიდა უკრაინაში. 15 ივნისი, 2023.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისია გაეროს ბირთვული უწყების ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის, ხელმძღვანელობით ჩავიდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში ობიექტის შესამოწმებლად. ევროპის უდიდესი აესის უსაფრთხოების თაობაზე შეშფოთება განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში დაინგრა კახოვკის კაშხალი, რის გამოც შემცირდა წყლის მიწოდება, რომელსაც ზაპოროჟიეს აესი იყენებს რეაქტორების გადახურებისგან თავის დასაცავად.

გროსის ჩასვლის შესახებ, რაც მანამდე ერთი დღით გადაიდო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გამო, 15 ივნისს Telegram-ზე გამოაცხადა უკრაინის ატომური ენერგიის კომპანია Enerhoatom-მა.

გროსიმ, რომელმაც 13 ივნისს კიევში მოლაპარაკებები გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, შეშფოთება გამოთქვა, რომ რუსეთის მიერ კონტროლირებადი ატომური ელექტროსადგური „შედარებით სახიფათო ვითარების“ წინაშე აღმოჩნდა, როგორც კაშხლის დანგრევის, ასევე რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ უკრაინის კონტრშეტევის დაწყების შედეგად.

გროსის ჩასვლა გამოცხადდა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც რუსეთმა ზაპოროჟიეს მეზობელ დნეპროპეტროვსკის ოლქში საჰაერო თავდასხმების მორიგი ტალღა განახორციელა ქალაქ კრივოი-როგში მდებარე ორი სამრეწველო ობიექტის წინააღმდეგ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დაიჭრა ერთი ადამიანი.

„38 წლის მამაკაცი დაიჭრა. ის საავადმყოფოში იმყოფება სტაბილურ მდგომარეობაში“, - განაცხადა დნეპროპეტროვსკის გუბერნატორმა სერჰი ლისაკმა Telegram-ზე.

XS
SM
MD
LG