Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრიშტინა: სერბეთმა სამი პოლიციელი გაიტაცა კოსოვოს ჩრდილოეთის ტერიტორიაზე


კოსოვოელი პოლიციელები ჩრდილოეთ მიტროვიცაში
კოსოვოელი პოლიციელები ჩრდილოეთ მიტროვიცაში

პრიშტინა სერბეთის ძალებს ბრალს სდებს სამი პოლიციელის გატაცებაში კოსოვოს ძირითადად სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთში, სადაც ბოლო კვირებში დაძაბულობა მაღალია, რეგიონში ეთნიკური ალბანელი მერების დანიშვნის გამო.

კოსოვოს პოლიციის განცხადებით, 14 ივნისს ქუჩების კონტრაბანდის მიზნით გამოყენების საწინააღმდეგო პატრულირებისას დაიკარგა სამი პოლიციელი.

კოსოვოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სერბეთს ადანაშაულებს "კოსოვოს ტერიტორიაზე შესვლაში" და სამი პოლიციელის გატაცებაში.

ბელგრადს ვითარების შესახებ განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა სერბეთის სახელმწიფო ტელევიზია წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ სერბეთის პოლიციის ანტიტერორისტულმა ჯგუფმა დააკავა კოსოვოს პოლიციის სამი წევრი.

XS
SM
MD
LG