Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი: თურქეთი მხარს არ დაუჭერს შვედეთის ნატოში გაწევრიანებას, თუ შვედეთი არ აღკვეთს ანტითურქულ გამოსვლებს


რეჯეპ ტაიპ ერდოანი, თურქეთის პრეზიდენტი
რეჯეპ ტაიპ ერდოანი, თურქეთის პრეზიდენტი

შვედეთი არ უნდა ელოდეს მომავალ თვეში დანიშნულ ნატოს სამიტზე ანკარის პოზიციის ცვლილებას ნატოში მისი გაწევრიანების საკითხზე, თუკი ის სტოკჰოლმში არ შეაჩერებს ანტითურქულ დემონსტრაციებს, ამბობს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი.

თურქეთი ვერ შეძლებს ჰქონდეს დადებითი მიმართება შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხთან, სანამ სტოკჰოლმში "ტერორისტები" ატარებენ დემონსტრაციებს, და ამ საკითხს თურქეთი შვედეთის წარმომადგენლებთან 14 ივნისს კიდევ ერთხელ წამოჭრის ანკარაში, - უთხრა ერდოანმა ჟურნალისტებს აზერბაიჯანიდან მომავალი თვითმფრინავის რეისზე.

ერდოანი ამ განცხადებებით ოთხშაბათს ანკარაში თურქეთის, შვედეთის, ფინეთის და ნატოს წარმომადგენლების შეხვედრამდე გამოვიდა.

XS
SM
MD
LG