Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის სამინისტრო გაფიცულ მაღაროელებზე: ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული 


ჭიათურელი მაღაროელების კარავი. გაფიცვის მე-8 დღე
ჭიათურელი მაღაროელების კარავი. გაფიცვის მე-8 დღე

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ჭიათურაში მიმდინარე მაღაროელების გაფიცვასთან დაკავშირებულ პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო. როგორც სამინისტრო იუწყება, დაინიშნა მედიატორი.

„მედიაციის პროცესის ფარგლებში, უკვე შედგა შეხვედრები, როგორც დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, ისე - კომპანიის მენეჯმენტთან. მედიაცია მხარეების პოზიციების შეჯერებასა და სადავო საკითხების შესახებ ალტერნატიული გზების მოძიებას გულისხმობს. პროცესში, ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული", - აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო.

დღეს უკვე მერვე დღეა, რაც ჭიათურაში დაწყებული პროტესტის მერე ყველა მაღარო გაჩერებულია. სამი ათასზე მეტი მაღაროელი სამსახურში არ დადის. ათმა მაღაროელმა შიმშილობა გამოაცხადა.

ისინი ხელფასის 40%-ით გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. მთავარი მოთხოვნები, ხელფასის ზრდის გარდა, მოიცავს:

  • 2023 წლის 1 თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დასრულება;
  • ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება;
  • დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება;
  • დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლება;
  • ტექნიკური განახლება/გაუმჯობესება;
  • ულუფის გაუმჯობესება;
  • უსაფრთხოების გაკონტროლება და ა.შ.

XS
SM
MD
LG