Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი ჩადის ვენესუელაში, კუბასა და ნიკარაგუაში - ქვეყნებში, რომლებსაც აშშ-ის სანქციები აქვთ დაწესებული


ებრაჰიმ რაისი, ირანის პრეზიდენტი
ებრაჰიმ რაისი, ირანის პრეზიდენტი

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი 12 ივნისს ჩავიდა ვენესუელაში, რითაც დაიწყო თავისი ტურნე "მეგობრულ ქვეყნებში" - რაისი ასევე ეწვევა კუბას და ნიკარაგუას, ანუ სამ ქვეყანას, რომლებსაც მათი საერთო მეტოქის, აშშ-ის სანქციები აქვთ დაწესებული.

რაისის კარაკასში დახვდა საგარეო საქმეთა მინისტრი ივან გილი, დაგეგმილი იყო მისი შეხვედრა პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსთანაც.

თეირანიდან გაფრენის წინ რაისიმ თქვა, რომ ვიზიტი ხორციელდება "მეგობრული ქვეყნების" - ვენესუელის, ნიკარაგუის და კუბის - პრეზიდენტთა მიწვევის საფუძველზე, და მიზნად ისახავს "ეკონომიკური, პოლიტიკური და სამეცნიერო თანამშრომლობის" გაუმჯობესებას.

XS
SM
MD
LG