Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ენერჰოატომის" ხელმძღვანელი: რუსეთის ძალებმა შესაძლოა გააუარესონ კაშხლის ნგრევით შექმნილი ვითარება


პეტრო კოტინი, უკრაინის "ენერჰოატომის" ხელმძღვანელი
პეტრო კოტინი, უკრაინის "ენერჰოატომის" ხელმძღვანელი

უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიის, "ენერჰოატომის" ხელმძღვანელი პეტრო კოტინი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ რუსეთის ძალებმა, რომლებსაც კვლავ ოკუპირებული აქვთ ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგური, შესაძლოა "კიდევ უფრო გააუარესონ ვითარება", რომელიც შეიქმნა გასულ კვირაში კახოვკის კაშხლის დანგრევით და წყლის მიწოდების პროცესისთვის საფრთხის შექმნით.

პეტრო კოტინმა რადიო თავისუფლებას 12 ივნისს უთხრა, რომ კახოვკის რეზერვუარში წყლის დონე დაეცა კრიტიკულ ზღვრამდე, 13,3 მეტრამდე, როცა "ტექნიკურად უკვე შეუძლებელია წყლის დინების უზრუნველყოფა" ატომური სადგურის ნაწილების გასაგრილებლად.

კოტინის თქმით, სიტუაცია ამჟამად საშიში არ არის, მაგრამ რუსეთის ძალებმა, რომლებიც ელექტროსადგურზე რჩებიან, შესაძლოა ჩაიდინონ სხვა დანაშაული და ამით კიდევ უფრო გააუარესონ ვითარება.

"ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთადერთი გზაა დეოკუპაცია, ობიექტის დემილიტარიზაცია და მისი გადაცემა ლეგიტიმური ოპერატორისთვის - 'ენერჰოატომისთვის'", - დასძენს კოტინი.

XS
SM
MD
LG